26/10/2023
11:47
ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება უკიდურესად გადამწყვეტ პერიოდში, როდესაც ჩვენ წინაშე, გეოპოლიტიკაში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები არა მხოლოდ გლობალური, არამედ რეგიონული მასშტაბითაც, – ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გამხსნელი პანელის მოდერატორმა, ღიდა ფაქრიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დრო, როდესაც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ ერთმანეთთან ურთიერთობების, კავშირების, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ახალ გზებს.
„ვფიქრობ, დღეს კითხვა მდგომარეობს იმაში, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ თბილისში დღევანდელი ღონისძიების მონაწილე ლიდერებს, რათა დაარწმუნონ დანარჩენი მსოფლიო, რომ ისინი იყენებენ შესაძლებლობას, იპოვონ მსოფლიოსთან ჩართულობის ახალი გზები, დაარწმუნონ სკეპტიკოსები, რომ შუა დერეფნის მსგავსი სავაჭრო გზები, რომელშიც მათ ბევრი ინვესტიცია ჩადეს, გადალახავს დარჩენილ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ განსხვავებებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ დროს აქ ვიმყოფები“, – აღნიშნა ღიდა ფაქრიმ.
თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება. ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
წყარო - საქართველოს პირველი არხი
0
0