
თეა ბუთურიშვილი „პრაიმტაიმს“ გორში მიკედლებული ძაღლის „რიჟას“ შესახებ უყვება, რომელიც მისი თქმით, ყოველ დილით სამსახურში დადის და ტურისტებს თავს აწონებს.
„სიმსივნიანი ვნახე. სისხლი სდიოდა და მასე მუშაობდა. გარეთ ცხოვრობდა. 6 ქიმია გავუკეთე და მის შემდეგ ჩემთან ცხოვრობს. ოჯახიანი ბიჭია. ბირკაც მოვხსენი. ყოველ დილით სამსახურში დადის. გორში სტალინის სახლ-მუზეუმის უკან ვცხოვრობთ. ჩვეულებრივი გიდია.
დინჯია ოჯახში, დიდად მხიარული არაა, მაგრამ ტურისტებს რომ დაჰყვება ისე თამაშობს მათთან, ისე აწონებს თავს, მე თვითონ მიკვირს ასეთი პროფესიონალი რანაირადაა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ალბათ წინა ცხოვრებაში „რიჟა“ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ამდენ ადამიანს რომ აწონებს თავსო. სხვათა შორის, ბევრჯერ ვთხოვე ჩემ შვილს პატარა ფილმივით გამეკეთებინა. თუ მართლა „კუპატას“ მისიას გააგრძელებს და გაიცნობს ხალხი, გავუკეთებ რამე ვიდეორგოლს, მართლა იმსახურებს...“, - ამბობს თეა ბუთურიშვილი.
0
0