26/07/2023
16:03
სხვადასხვა
რუსულმა მანქანათმშენებელმა ქარხანამ Дальэнергомаш-მა განაცხადა, რომ 30-წლიანი შესვენების შემდეგ, საქართველოსთვის დანადგარების მიწოდება აღადგინა.
საუბარია რუსთავის აზოტის ქარხანაზე - იუწყება ხაბაროვსკის ტელეარხი.
რუსული მედია მიუთითებს, რომ „დასავლეთის მხრიდან სანქციებით ზეწოლამ ქარხანას ახალი ბაზრების ძიებისკენ უბიძგა“. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიას „საბანკო გადარიცხვების პრობლემა შეექმნა, მაგრამ ახლა ქარხანამ მოახდინა ადაპტირება და ყველა კონტრაქტი რუბლებად გადააქცია“.
„მიუხედავად სანქციებისა, მეგობარ ქვეყნებში სუპერშემკუმშველისა და ტურბინების მიწოდება გაორმაგდა. 30 წლის განმავლობაში პირველად საქართველოსთანაც გაფორმდა კონტრაქტი“ - იუწყება Vesti.Khabarovsk.
TASS-ის ცნობით, Дальэнергомаш-ი აღჭურვილობას აწვდის ათეულ ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთს და ირანს.
0
0