
საქართველო თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.
აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობის მიღების მიზნით, დღეს ირანში ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ - "3+3" შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.
0
0