13/09/2021
13:41
საზოგადოება
„90-იანი წლების დაპირისპირების შედეგებს დღემდე ვიმკით. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ იმ საშინელი პერიოდის კვალი ჯერაც არ გამქრალა.
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენი რამ დავკარგეთ მაშინ, რამდენი წლით დავიხიეთ უკან. იქნებ დროა, გავიზარდოთ ყველა სფეროში, ყველა წრეში და მშვიდად საუბარი ვისწავლოთ, პოლიტიკა იქნება, რელიგია თუ სხვა სფერო.
ზოგიერთი ბეცი დღემდე აყვედრის პატრიარქს მაშინ ნათქვამს.
ახლა ვხვდები, რა სწორად უთქვამს. არადა, იმ დროს თავადაც მეხამუშა ეს სიტყვები. ვფიქრობდი, ქართველის გარდა, სხვამ თუ დაუშავა, ამის უფლება აქვს-მეთქი…
მერე მივხვდი, ვიღაცის ფიზიკურ მოკვდინებაზე კი არ იყო საუბარი, მან ამ სიტყვებით მოსახლეობა გააფრთხილა, ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შიდა დაპირისპირებას შეუძლიაო და თავის სიტყვებში ქართველსაც გულისხმობდა, აფხაზსაც და ოსსაც“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
0
0