საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოსალოდნელი სახიფათო ტყის ხანძრების შესახებ აფრთხილებს:
,,საბერძნეთი, ხანგრძლივ გვალვასა და უჩვეულოდ ძლიერ ქართან ერთად, ტყის ხანძრების საფრთხის წინაშე დგას,“ - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.
”წელს განსაკუთრებით საშიში ზაფხულია... ყველაზე რთული დრო ჯერ კიდევ წინ გველოდება.
ათენის მახლობლად გაჩენილი ორი ხანძრის შედეგად, 100 000 კვ.მ-მდე მიწის ფართობი განადგურდა. საგანგებო სახელმწიფო უწყებების რეაგირების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ზარალის თავიდან აცილება", - განაცხადა მიცოტაკისმა სიტყვით გამოსვლისას.
მიცოტაკისმა ასევე საზოგადოებას ბუნებრივი საფრთხისგან კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფაში ჩართვისკენ მოუწოდა.
როგორც Reuters-ი წერს, 29-30 ივნისს, საბერძნეთში ათობით ხანძარი გაჩნდა, მათ შორის ორი - დედაქალაქ ათენთან ახლოს.
მეცნიერები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში გავრცელებულ ტყის ხანძრებს კლიმატის ცვლილების შედეგებს უკავშირებენ.
0
0