
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავი "ბაიდენოპულოსად" წარადგინა თეთრ სახლში საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელსაც ბერძნულ-ამერიკული საზოგადოების ცნობილი წევრები ესწრებოდნენ. მისი გამოსვლა თეთრმა სახლმა გაავრცელა.
ბაიდენმა ადრე ხუმრობით თქვა, რომ საბერძნეთისადმი სიყვარულის გამო მას ბერძნულად ბაიდენოპულოსს ეძახიან.
”მე ვარ ჯო ბაიდენოპულოსი”, - თქვა მან მიღებაზე აპლოდისმენტების ფონზე და აღნიშნა, რომ ეს მისი მეტსახელია.
მიღებაზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ის 29 წლის იყო, ბერძენი ამერიკელები, თავიანთი ხმებითა და მხარდაჭერით დაეხმარნენ მას დელავერის სენატორად არჩევაში, რამაც გზა გაუხსნა პლანეტის უმაღლესი თანამდებობისკენ. ”და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ ვარ თქვენს საზოგადოებაში”, - თქვა ბაიდენმა.
0
0