
”ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი” - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში გრძელდება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან. მთავრობის მეთაური პირადად ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ”ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი” კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართულმა მხარემ პარტნიორებს განუმარტოს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველომ დამსახურებული სტატუსი მიიღოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გზავნილის ადრესატი, ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით მან ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
0
0