
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.
აღნიშნულ საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ენმ-ში. "ნაციონალური მოძრაობა" გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც ირაკლი ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ფრენა და ხარჯი დასაბუთებულია და ის სახელმწიფო მნიშვნელობის იყო.
"ყველა ეს ვიზიტი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვიზიტი, ერთი - ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მეორე, არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში.
ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ვიზიტი განხორციელებული და შესაბამისად, ყველა ამ ფრენასთან და ხარჯთან დაკავშირებით იყო დასაბუთებული, არგუმენტირებული ფაქტები, რის გამო ხდებოდა ესა თუ ის ვიზიტი," - აღნიშნა ნადირაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.
0
0