
“გირჩის” კორუმპირებულობაზე ვიღაც ბატონმა დავით ჩიხელიძემ გვიჩივლა ანტიკორუფციულში და ითხოვს კორუფციაზე ჩვენს შემოწმებას. რას ითხოვს ანტიკორუფციული? პარლამენტის წევრის ხელფასის ცნობას და საბანკო ამონაწერებს.
თუ არ მოგვიტანთ დაგაჯარიმებთო. თან ერთხელ უკვე დამაჯარიმეს 1500 ლარით. - ამის შესახებ დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
"ირონიული ისაა,რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, პარლამენტი გაძეძგილია ქოც-ტენდერა ბიზნესმენებით და ვინ სად წოვს ხალხის ფულს, თან ღიად და უტიფრად კაცმა არ იცის.
ამ დროს ანტიკორუფციული გვამოწმებს ჩვენ გირჩს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დღემდე მოაღწია დაუსრულებელი ფინანსური კრიზისის პირობებში.
ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და თანახმა ვართ მთელი ჩვენი ქონებრივი მდგომარეობა და ყველა დოკუმენტი გახდეს საჯარო.
მაგრამ ეს პროცესი რაც ახლა ხდება არის სამარცხვინო კლოუნადა და მე არ ვაპირებ მასში მონაწილეობის მიღებას.
რას ნიშნავს ეს?1. ბატონი დავითი ჩვენ მოვიწვიეთ გადაცემაში და ავუხსენით რომ ყველა კითხვაზე ლაივში გავცემდით პასუხს - მან უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. აქედან ჩანს რამდენად აინტერესებს ეს.
2. პარლამენტარის ხელფასი საჯაროა და ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
3. მე წერილობით განვაცხადე თანხმობა, რომ ჩემი ქონების დარაჯ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის წარმომადგენლებს ჰქონდეთ სრული წვდომა ჩემ ყველა საბანკო ანგარიშზე, ოღონდ მე არ მერბინა ამ სისულელეზე, ამ საარჩევნო წელს- ამის მიუხედავად დამაჯარიმეს.
4. ჩემი პრობლემა ის კი არაა ბევრი ფული რო მაქვს, არამედ ის რომ არ მაქვს და ვერც ვშოულობ, რადგან პოლიტიკოსი ვარ და ხალხი მერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გადაცემას თვეში 2 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს.
5. ამ უაზრობაზე კიდევ ერთხელ დაჯარიმების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებ ნებისმიერი შეურახყოფა მივაყენო ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, ამ არაადეკვატურობისთვის, მაშინ როცა ისინი გამოცხადდებიან პარლამენტში და ამის არგუმენტად შევახსენო ჩემი კოლეგების ფინანსური მდგომარეობა აწმყოში და ის პრივილეგიები, რომელიც მათ მიიღეს მას შემდეგ რაც პოლიტიკაში არიან.
6. ანტიკორუფციულისგან ვითხოვ მთელი ამ პროცესის (ჩემი ქონებრივი მდგომარეობის კვლევა) საჯაროობას, რათა ვაჩვენო ჩვენს თანამოქალაქეებს, სინამდვილეში თუ როგორ მაკლია და მჭირდება ფინანსები იმ მიზნის მისაღწევად, რაც პოლიტიკაში გამაჩნია.
7. ზოგადად, ძალიან მჭირდება ფინანსები, როგორც პირადი ისე პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან სამწუხაროდ, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩემი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესწბულა.
8. ამ უტიფრობის პასუხად გადავწყიტე ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვისაც ამის შესაძლებლობა და ერთი ადგილი აქვს ჩემი ან ჩემი პროექტების დაფინანსება გთხოვოთ, რომელიც შეგიძლიათ ამ ანგარიშზე და კომენტარებში მითითებულ ლინკზე:
#GE25TB7963245068100002
ასევე გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი, დარწმუნებული ვარ, ყველა სამეგობროში მოიძებნება თითო ოროლა გამბედავი და უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანი." - წერს იაგო ხვიჩია "ფეისბუკში".
0
0