“ვისაც ასეთების ხალისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ” - თეა წულუკიანი ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივ პროდეცურას იწყებს
14/02/2022
12:05
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
“ამ ქალბატონს არ ვიცნობ, არც ის ვიცი, ვინ არის. თავის გვერდზე რაც დაუწერია მიმდინარე წლის 12 თებერვალს საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, აქ არის. ეს ყველაფერი აღქმულია ჩემ მიერ ზუსტად ისე, როგორც წერია – რეალურად და ადეკვატურად.
რაკი არ ვიცნობ, ფაქტია, რომ ეს მუქარა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
ვისაც ასეთების ხელისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ, გალიაში ზის. ვისაც “ფსევდოინტელექტუალური პოზა” გიჭირავთ, რომელიც საჯარო მოხმარებისთვის უპოზიციობას გულისხმობს, ხოლო ფარულად უმსგავსობა გენატრებათ დასავლურობისა და ლიბერალიზმის სახელით, მათაც გისამძიმრებთ.
დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საკითხია ” – წერს მინისტრი.
0
0
1107
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%