25/03/2024
20:39
ბადაგონი
Vino Mondiale- გამორჩეული ღირებულების მქონე ღვინო მთელი მსოფლიოსთვის - სწორედ ამ სიტყვებით ახასიათებს, მეღვინეობა “ბადაგონის” ღვინოს, “ალავერდის ტრადიცია”-ს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ენოლოგი, ცნობილი იტალიელი მეღვინე-მეცნიერი, დოქტორი დონატო ლანატი.
ალავერდის მონასტრის, მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში დამზადებული წითელი მშრალი ღვინო “ალავერდის ტრადიცია” მართლაც, რომ საუკეთესო ელჩია საქართველოდან, რომელიც განუწყვეტლივ აღაფრთოვანებს ღვინის მოყვარულებს მსოფლიოს გარშემო და აცნობს მათ, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. ამ ღვინოში, უბადლოდ არის წარმოჩენილი საფერავის სრული პოტენციალი, რაც ამყარებს ალექსანდრე პიერ ოდარის მოსაზრებას: “ყველაფერი მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს სჯობს“ („უნევერსალური ამპლეოგრაფიის“ ავტორი ალექსანდრე პიერ ოდარი (Alexandre Pierre Odart, 1778-1866).
ამ ღვინის დაგემოვნებისას, შეიგრძნობა საფერავისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატები, ქლიავისა და კენკროვანი ხილის ტონები. მუხის და ყურძნის ტანინების ჰარმონიული ბალანსი კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის ღვინოს, სძენს მას დაუვიწყარ სურნელსა და გემოს. მუქი ლალისფერი შეფერილობის, სხეულიანი, ხანგრძლივი დაბოლოებით, კეთილშობილი ღვინო მართლაც, რომ გამორჩეული და დაუვიწყარია.
„ბადაგონის“ წითელი მშრალი ღვინო "ალავერდის ტრადიცია" ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებულ ვენახებში მოყვანილი საფერავის ჯიშის საუკეთესო ყურძნისაგან იქმნება. ამ საოცარ ღვინოს განსაკუთრებულ ღირსებას სძენს ის, რომ მისი ფერმენტაცია მე-11 საუკუნის ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში, სპეციალურ მუხის ჩანებში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომი დავარგება - ფრანგულ მუხის კასრებში. დაუვიწყარი სურნელი და გემო, საფერავის ჯიშური არომატები, ქლიავისა და კენკრის ტონები - ეს ღვინის ის მახასიათებლებია, რომლებიც "ალავერდის ტრადიციას" საუკეთესო ღვინოთა შორის, ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბადაგონის "ალავერდის ტრადიცია" მრავალი საერთაშორისო კონკურსების ოქროს მედლების მფლობელია.
0
0