
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და გუშინდელ სერიას ეხმაურება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
სერიალის ერთგული მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა შაბათის სერიას, სადა ჯეკოს ბედი უნდა გადაწყვეტილიყო.
ჯეკო გათავისუფლდა.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, „ფრენდებო“ და გულშემატკივრებო, მე, რა თქმა უნდა, უმადური არაადამიანი უნდა ვიყო და სამი წლის მანძილზე ბროკოლარმიღებული, რომ ის ქება, ტაში და მადლობები არ მსიამოვნებდეს, რომელსაც თქვენი ჩემი მისამართით არ იშურებთ ხოლმე, როცა სერია მოგწონთ. მეტადრე, როცა ძალიან მოგწონთ, მაგრამ, ამ სერიალს ჰყავს არაჩვეულებრივი რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, ოპერატორები, გადამღები და დამგეგმავი ჯგუფი, რომელთა გარეშეც არაფერი იქნებოდა, რომლებიც მძაფრი ქარტეხილების ქვეშ ღამეებს ათენებენ ხშირად.
ამიტომ ყოველთვის, როცა გულს გაგიხარებთ, ყველა ერთად მოგვთაგეთ ხოლმე, აი აქ :
ჩემი ცოლის დაქალები" - წერს დევდარიანი.
0
0