10/10/2021
11:38
საზოგადოება
“რა დონემდე უნდა იყოს ღირებულებები გადაგვარებული, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონო გადმოლახვა გმირობად მოგეჩვენოს?!
იგივე ჭკუაზეა მისი შემცვლელი, მე-4 პრეზიდენტი.
“მიშამ შესძლო”, “მთელი სახელმწიფო ერთმა კაცმა თავზე დაგამხოთ” და ა.შ. აი ასეთ კომენტარებს აკეთებენ, სიუჟეტებს უძღვნიან.ნებისმიერი შესძლებს, თუ გაუმართლებს, თუ ჩაწვებით მწვანილში, პაპიროსის კოლოფებში, მაზუთში, სხვა მასაში…
თუ არ გაგიმართლებთ, დაგიჭერენ და მოგისჯიან.
ღირსეულ ნაბიჯად ჩაეთვლებოდა ჩამოფრენა და ჩაბარება.
მორიგი ვიდეო და სიუჟეტები მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ჩამოსვლა უნდოდა, თუმცა იმის შიშით, რომ თვითმფრინავი არ შემოეშვათ, ამიტომ მალულად, უკანონოდ შემოიპარა.
თუ ჩასაბარებლად ჩამოვიდა, რაღას დაელოდა სანამ ხინკალზე შეუსწრებდნენ, მანამდე დაერეკა 112-ზე და ეთქვა დრო, ადგილი და მისამართი?!ან, თუ გამიფრინდებოდა და თვითმფრინავს არ შემოუშვებდნენ, ხომ გააშიშვლებდა ხელისუფლებას?!
ნებისმიერ თქვენთვის ავტორიტეტიან უცხოელ პიტიკოსს, პოლიტოლოგს, სამხედროს, ჟირნალისტს, ოღონდ არა სააკაშვილოს ლობისტს, ჰკითხეთ როგორ შეაფასებენ ყოფილი პრეზიდენტის უკანონოდ შემოპარვას.
თქვენთვის იკითხეთ, ჩვენ არ გვჭირდება. იქნებ ღირებულებები ოდნავ მაინც გადააფასოთ.
ერთი რამ ვერ გაგიგიათ.
მთავარი ის კი არაა, ზის თუ გარეთაა. მთავარია გაიაზროს რა დანაშაულები აქვს მას, მის მმართველობას, ან მისი მმართველობისას ჩადენილი, რომლებსაც შარშან მძიმე შეცდომებს უწოდებდა და ბოდიშს იხდიდა, ახლა კი უარყოფენ ყველაფერს.
მთელი პოლიტიკური სპექტრი, მედია, საექსპერტო წრეები, საზოგადოების წარმომადგენლები წარსულის შეფასებაზე და მომავალზე უნდა ბჭობდეს.
ამის ნაცვკად კი ცდილობენ თავისი დღის წესრიგი მოგვახვიონ და გვალაპარაკონ: “მიშამ შესძლო”.
მიშამ შესძლო კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა, მეტიც სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ამ საქციელს სხვა შეფასება არ აქვს.
ჰო, ვიღაც გამოვიდა და პრეზიდენტის დაპატიმრების და გასამართლების პრეცედენტი შეიქმნაო. ვითომ არაფერი წაუკითხავთ?
შეგახსენებთ უახლეს ისტორიაში გასამართლებულ მსოფლიო ლიდერებს: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, 23 მილიონის გამო, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, ისრაელის პრეზიდენტი ეხუდ ომერტი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ხე, 17 მილიონის გამო, საფრანგეთის კიდევ ერთი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და ა.შ.
მუბარეკზე, მურსიზე, ფუხიმორზე, ესტრადაზე და სხვებზე, არ გავამახვილებ ყურადღებას. მხოლოდ წამყვანი დემოკრატიების ლიდერები შევახსენე, ვისაც დაავიწყდა.
ამიტომ, ვიმეორებ, მთავარია პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, მ.შ. მსჯავრდებულებმა და ბრალდებულებმა, მომხდარი, ჩადენილი გაიაზრონ.,” – წერს ამირან სალუქვაძე.
0
0