22/06/2023
14:39
მსოფლიო
„ატლანტის ოკეანეში დაკარგულ წყალქვეშა აპარატ “ტიტანის“ ეკიპაჟის გადარჩენის შანსები ამ ეტაპზე მინიმალურია. უიმედო მდგომარეობა ჩანს და ჩვენ ყველაზე უარესისთვის უნდა მოვემზადოთ,“ - განაცხადა საზღვაო ძალების ოფიცერმა კრის ფერიმ.
მისივე თქმით, ხუთი ადამიანი "ჟანგბადის უკიდურესი რესურსის ზღვარზეა" და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაშველები წყალქვეშა აპარატს ახლავე იპოვნიან, ხმელეთზე ეკიპაჟის ამოსაყვანად საჭირო დრო იწურება.
„სამაშველო სამუშაოებში ამერიკული გემი, სახელწოდებით Horizon Arctic-ი, ძალიან ეფექტურ, დისტანციურად მართვად მანქანა Curve 21-სთან ერთად ერთვება. ის ფუნქციონირებს, როგორც ამწე, რომლის კაბელი 6 კმ-მდე წვდება. თუ „ტიტანს“ იპოვნიან, დისტანციური მართვის მანქანით ეკიპაჟს ამოიყვანენ. მაგრამ წარმატების შანსები ნაკლებად იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ, თუნდაც ახლა ვიპოვოთ „ტიტანი“, საძიებო ადგილამდე ჩასვლას და მათ უსაფრთხოდ ამოყვანას განსაზღვრული დრო დასჭირდება. ამიტომ მგზავრთა გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა“, - დასძინა კრის ფერიმ.
0
0