“თალიბებმა” 23 ადამიანი, მათ შორის 9 ქალი, სხვადასხვა “ცოდვისთვის” გაამათრახეს
22/02/2023
16:22
მსოფლიო
A-
+A
ავღანეთის ჩრდილოეთით, სარი-პულის პროვინციაში მოძრაობა “თალიბანის” წარმომადგენლებმა 23 ადამიანი, მათ შორის, 9 ქალი სხვადასხვა “ცოდვისთვის” გაამათრახეს.
ამის შესახებ გაზეთი Hasht-e Subh-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები სტადიონის ტერიტორიაზე მრუშობისთვის, ქორწინებამდე სექსუალური კავშირისთვის, ღალატისთვის, სახლიდან გაქცევისა და აზარტული თამაშებისთვის გაამათრახეს.
აღნიშნულია, ასევე რომ 2 თებერვალს “თალიბების” მხარდამჭერებმა ჰელმანდის სამხრეთ პროვინციის 16 მცხოვრები ქურდობისთვის, ღალატისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაამათრახეს.
თითოეულმა ბრალდებულმა 30-დან 39-მდე დარტყმა მიიღო.
0
0
184
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%