21/06/2023
09:04
პოლიტიკა
ყოფილი პარლმენტარი, ირაკლი მელაშვილი Edison Research-ის კვლევებს ეხმაურება და წერს:
“ედისონ რისერჩის” კვლევის პარტიული რეიტინგები გამოქვეყნდა. ერთი რამ ძალიან არ მომწონს. ის რაც “ფორმულამ” გამოაქვეყნა, ამ მონაცემებით პარტიების მხარდამჭერთა ჯამი ზუსტად 100 % -ია. რამდენადაც ვხვდები, გამოქვეყნებულია შედეგები ვინც არც ერთ პარტიას არ ირჩევს, ვინც არჩევანს ვერ ან არ აფიქსირებს, ამ მონაცემების გარეშე. ანუ მხოლოდ იმ ამორჩევლის მონაცემები, ვინც საკუთარი პოლიტიკური სიმპატია დააფიქსირა რომელიმე პარტიის მიმართ.
არადა ნამდვილად მაინტერესებს, რამდენია ისეთი, ვინც გამოკითხვაში დასახელებული პარტიიდან არც ერთს არ უჭერს ხმას, ანუ ეძებს ახალ პარტიას. ახლა უნდა ვიმკითხაო ეს პროცენტები 30 % გამოკითხულიდან არის, 50% -დან თუ სხვა რიცხვიდან. მე მგონი ძალიან არასწორი მიდგომაა და გამოკითხვის შედეგებით მანიპულაციის საშუალებას ტოვებს. ჩემი აზრით, რომ გავიგოთ საზოგადოების განწყობა, პატივი უნდა დაგვდონ და სრული მონაცემები გამოაქვეყნონ, მათ შორის გვითხრან რამდენია ის ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს. რაც მახსოვს პირველად ხდება ასეთი რამე.:(((“ - დაწერა მელაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 37%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%
საქართველოსთვის - 6%
ლეიბორისტული პარტია - 5%
ლელო - 4%
გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%
დროა - 2%
ალტ ინფო - 2%
მოქალაქეები - 2%
ხალხის ძალა - 2%
ევროპული საქართველო - 1%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
0
0