18/02/2023
21:59
მსოფლიო
“მიგვაჩნია, რომ უნდა ვიბრძოლოთ, მსხვერპლი გავიღოთ ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამართლიანობისთვის და განვახორციელოთ გაერო-ს უსაფრთხოების რეზოლუციები, ამიტომ, კონტექსტიდან არ ამოვიღოთ ყარაბაღში არსებული ვითარება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა. პანელში სომხეთის პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
„რაც შეეხება იმას, როგორ გვესმის ვითარება, კომუნიკაცია ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირში ასე გვესმის – ჩვენი დღევანდელი სამმხრივი შეხვედრის საფუძველზე, რომელიც ენტონი ბლინკენის მონაწილეობით შედგა, ჩვენ გვესმის ასე. ორმხრივი უნდა იყოს და ვითარება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველ ყოვლისა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ მშვიდობის მიმართულებით და მეორე მიმართულება იქნება ის, რომ ყარაბაღში შედგეს ადგილობრივებთან საუბარი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მთიანი ყარაბაღი აღარ არის ტერმინი, ეს რუსული ტერმინია. მთიანი ყარაბაღი რუსეთის მოგონილი გეოგრაფიული დასახელებაა, ამიტომ მინდა, ყველა პარტნიორს ვთხოვო, დაიცვას ყარაბაღის რეგიონი. დავიცვათ ეს ტერმინოლოგია და გავითვალისწინოთ ჩვენი კონსტიტუცია, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მხოლოდ ასე მოვიხსენიოთ ეს რეგიონი“,- აღნიშნა ალიევმა.
მისივე თქმით, „შიდა საკითხები და კომუნიკაცია ყარაბაღში სომხებთან იყო განხილული“.
„ჩვენ პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ დისკუსია გვექნება ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, სომეხი უმცირესობების მიმართ, მე მზად ვარ ამისთვის, თუმცაღა იმ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ ყარაბაღში და არა იმათთან, ვინც ექსპორტირებული იქნა რუსეთიდან ყარაბაღში, რათა წამყვანი პოზიცია ჰქონოდა ყარაბაღში.
ექსპორტირებული ალბათ ცუდი სიტყვაა ამ შემთხვევაში, კონტრაბანდირებული, ანუ ეს ექსპორტი ნაკლებად იყო, უფრო კონტრაბანდა იყო ხალხის, ანუ შემოაპარეს და ეს ხალხი ცდილობს, დაბრუნდენ ერევანში, შემდეგ მოსკოვში და შემდეგ ისევ ერევანში. აი, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ არ არსებობს ბლოკადა.
მეორე ფაქტი, რაც იმას ცხადყოფს, რომ მართლა არ არსებობს ეს ბლოკადა, დეკემბრიდან დღემდე ის არის, რომ ჩვენი აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოებიდან მივიდნენ გამშვებ პუნქტთან, ნახეს 2 500 ავტომობილი, მათ შორის სატვირთო, რუსეთის სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. ათასზე მეტი პაციენტი გამოიყვანა წითელმა ჯვარმა მკურნალობისთვის სომხეთში, ანუ როგორ შეიძლება, ასეთ მოძრავ სიტუაციას ვუწოდოთ ბლოკადა როცა ღიაა გზა.
თუ სომხები ყარაბაღში შეეცდებიან, გამოიყენონ ეს გზა, არავინ გააჩერებს მათ. ეს არის მნიშვნელოვანი, ყველამ იცოდეს ფაქტი და რეალობა, ასევე სწორად რომ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა, უნდა დავბრუნდეთ ისტორიაში. 30 წელზე მეტია, სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იყო ჩვენი ტერიტორია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ 2008 წელს რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ, სანქციები არ დაუწესებიათ რუსეთის წინააღმდეგ არავის, იმავეს ვიტყვი ჩვენზეც. სომხეთმა 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა აზერბაიჯანში და არც სომხეთის მიმართ არ არსებობდა სანქციები. 27 წელია, ასეა და არც ერთი სანქცია არსებობს სომხეთის მიმართ“, – განაცხადა ალიევმა.
0
0