22/08/2024
15:19
პოლიტიკა
სიმბოლური თვალსაზრისით, ვიმეორებ, ნამდვილად იქნება „თავისუფლების მოედანი“ ბოლო გაჩერება „ლელოს“ ე.წ. კოალიციისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, არ არის შემთხვევითი, რომ „მაიდანი", ის, რაც უკრაინაში მოხდა, პირდაპირ კავშირშია ე.წ. თავისუფლების მოედანთან.
„თავისუფლების მოედანი“ იქნება ბოლო გაჩერება „ლელოსთვის“ და იმ არასამთავრობო სექტორისთვის, რომელზეც ჩამოსვამს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს „ლელოსაც“ და ამ „ენჯეო“ სექტორსაც.
ჩვენ, სხვათა შორის, ვთქვით, რომ არ არის შემთხვევითი, რომ „მაიდანი", ის, რაც უკრაინაში მოხდა, პირდაპირ კავშირშია ამ ე.წ. თავისუფლების მოედანთან, დასათაურების თვალსაზრისით, მაგრამ, სიმბოლური თვალსაზრისით, ვიმეორებ, ნამდვილად იქნება „თავისუფლების მოედანი“ ბოლო გაჩერება „ლელოს“ ე.წ. კოალიციისთვის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედნის“ წევრები „ლელოში“ გაერთიანდნენ.
0
0