09/07/2023
21:59
ბადაგონი
“შუამთის ფესტივალი” შუა-მთაში - “შუამთის ფესტივალის" ფარგლებში, რესტორან “ბადაგონის სახლის” მიმდებარედ, შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია "ბადაგონისა" და "USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის" მიერ.
ეს არის უნიკალური დასასვენებელი სივრცე საქართველოში, საინტერესოდ წარმოდგენილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც მთელი ზაფხულისა და სხვა ნებისმიერი სეზონის განმავლობაში სთავაზობს მომხმარებელს სასიამოვნო განტვირთვას, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, მრავალი სახის გასართობ-შემეცნებითი აქტივობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი კერძები, “ბადაგონის” შესანიშნავი ღვინო და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელები. ბავშვები, მათთვის განკუთვნილ სივრცეში, ხატვის მასტერკლასში - ინტელექტუალურ თუ სხვა თამაშებში ჩაერთვნენ.
კლუბ "თავსატეხთან” ერთად, დიდებისთვის ინტელექტუალური თამაშები გაიმართა. მოეწყო სათავგადასავლო გასვლა ტყეში "გარე-მარესთან" ერთად. ასევე, ადგილობრივმა მეწარმეებმა, თავიანთი პროდუქცია წარადგინეს, რითაც საშუალება მიეცათ ფართო საზოგადოებისთვის წარედგინათ თავიანთი ნაშრომი.
საღამოს კი, ქართველმა ელექტრონული მუსიკის არტისტებმა LUE, Tobako tween, levi love diaco, meandyou-მა მსმენლებს შესთავაზეს დაუვიწყარი საცეკვავო გამოცდილება შუა ღამემდე.
მთელი ფესტივალის განმავლობაში, შუამთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სუფევდა მხიარული, გასართობი, საცეკვაო და დადებითი ემოციებით აღსავსე ატმოსფერო.
0
0