30/04/2023
01:17
პოლიტიკა
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და წერს:
“ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც იცის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას უცხოეთში, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის და ეს უმნიშვნელოვანესია უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის (12 პუნქტში ერთ-ერთი) და მაინც ჯიუტად აცხადებს, რომ მიშას სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით, აქციაზე არ მივლენ და ჟურნალისტის კითხვას ასე პასუხობენ: “არ გვინახავს ჯერ დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ან არ მივდივართ, არ ვერევით” , აი ამით ზუსტად იგივეს აკეთებს ქვეყნისთვiს ასეთი ოპო პარტია, რასაც “ოცნების” ხელისუფლება, რადგან ფაქტობრივად, ხელს უშლის იმ 12 პუნქტში არსებულ მოთხოვნებს და ხელს უწყობს მესამე პრეზიდენტის მკვლელობას, არაფრით განსხვავდება ამ ტიპის ოპო პარტია ხელისუფლებისგან!
სრულიად ა რ ა ფ რ ი თ!
ეს მავნებლური და არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა !
P.S.
ისე შევახსენებ ამ “ოპოებს” , რომ თავად აქაური “სისტემის -კლანის” მიმართ უნდობლობის გამო თავიანთი საქმეები უცხოეთში აქვთ გასაჩივრებული (სამართლებრივი დავა) სწორედ უსამართლობის გამო…” - წერს ჩარკვიანი.
0
0