
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ხაბაზი პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში წდაწერა:
“ურთულესი დღეები მქონდა.
ვერა და ვერ მოვახერხე შემეჯამებინა ჩემი პოსტები პარტიის რეორგანიზაციის, ზეპარტიული მოძრაობის “Free Mishas” და ზნეობრივი ღირებულებებისადმი ჩემი შეხედულებების შესახებ.
ეს პოსტები დასტურია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს დატოვების შესახებ არჩევნებამდე მქონდა მიღებული.
დიახ, ვტოვებ პოლიტიკურ საბჭოს და ეს გადაწყვეტილება წინასწარ მქონდა მიღებული.
დამარცხებულზე საუბარი არ მჩვევია, მით უფრო, როცა ნიკა მელიას ვაკრიტიკებდი, ვეკამათებოდი, ვეჩხუბებოდი ლამის გაწევ- გამოწევის დონეზე, მას ჩემგან სწორედ ის ადამიანები იცავდნენ კბილებით, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილის გუნდში არიან წარმოდგენილები, პარტიაში თუ ვინმეს უჩხუბია ნიკასთან, ალბათ პირველი მე ვიყავი.
რაც შეეხება გამარჯვებულს, რა ვქნა, არ მჯერა იმ ადამიანის ღირებულებების ერთგულების ვინც პარტიიდან წავა, როცა მას სხვა პარტია გამსვლელ სიაში ადგილს შესთავაზებს და რომ ვერ გახდება პარლამენტარი, იგივე მოთხოვნით, რომ თუ გამსვლელ სიაში იქნება დაბრუნდება პარტიაში.
ღირებულებები ჩემთვის გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა თუ დეპუტატობა. პარტიულ იერარქიებში მოსახვედრად “ჩალიჩის” და “შეტენვის” პოლიტიკა უნდა დასრულდეს!
გთხოვთ არ იფიქროთ თითქოს ბრძოლიდან გასვლას ვაპირებ, არა, ჯერ აქ ვარ, უკრაინაში და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
P.S. მეგობრებო სანამ ღალატის თეორიას აყვებით და ტალახის სროლას დაუწყებთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ეკა წამალაშვილი, გიო პატარაია და სხვები, გთხოვთ ჯერ მე მესროლოთ, რადგან მათ ჩემზე უფრო ღირსეულად აქვთ ცხოვრება გავლილი და ერთგულება და თავდადება არ ესწავლებათ!“ - წერს კობა ხაბაზი და ფოტოს აქვეყნებს.
0
0