-share.jpg)
“გუშინ ჩემს სახლთან სუპერმარკეტში გახლდით, მქონდა სტუმრიანობა, რა დროსაც მომესმა შორიდან გაურკვეველი ხმაურია, მოვტრიალდი, შემეფეთა დომენიკ მანგოს უხარისხო პატენტი, ფეიკ დომენიკ მანგო, რომელმაც მომაძახა “შენ ხარ რუსულ კანონზე ხელის მომწერი”, მე რუსულ კანონზე ხელის მომწერი არ ვარ, ბუნებაში არ არსებობს “რუსული კანონი”, არსებობს ქართული კანონი. ის არის დაფინანსებული, 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება…” – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია გუშინ სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კრწანისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში დეპუტატ ოდიშარიას მოქალაქემ “რუსეთი მონა და რუსულ კანონზე ხელის მომწერი” უწოდა, რასაც პოლიტიკოსის გაღიზიანება მოჰყვა.
მოგვიანებით ამ აქტივისტმა გაავრცელა ინფორმაცია, მასზე თავდასხმის შესახებაც.
0
0