18/06/2023
19:43
საზოგადოება
“დაიცავი შენი მიკედლებული” - ამ ლოზუნგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც შინაური ცხოველების უფლებების დამცველები და მეპატრონეები კანონის გამკაცრებას ითხოვენ.
მათ ადგილზე მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “გაამკაცრე კანონი!”, “დასაჯე მკვლელი!”, “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა”, “ცხოველებისთვის”.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ. შსს-ს მოვუწოდებ, ყველა დამნაშავე დააკავონ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა.
0
0