
მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვერ გავიგე რა უკვირს ამ საქართველოს უბრალო მოსახლეობას… თქვენ კიდევ არ იცით რა პატივსაცემი აკადემიკოსებით ვართ შემკული 🙃 მარგალიტის ყელსაბამივით რომ ამშვენებენ საქართველოს ❤️
საქართველოს მთავრობა აქამდე დღითიდღე მაკვირვებდა თქვენი ფანტაზიის უნარი, ახლა ყოველ წამს გაოცებული ვარ. და იმდენად “ბედნიერი”, ფსიქოლოგებს მუშაობა აღარ უწევთ 🙃🙃
p.s. შე საწყალო საქართველო, ასეთი გაპარტახებული მაინც რომ მიყვარხარ. გაუძელი …” - წერს გუტაშვილი და ნანა ყეინიშვილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ცნობისთვის, “ფაზისის აკადემია” უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სებ-ის საბჭოს ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი მათი აკადემიკოსია
"ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი. ფაზისის აკადემია არ გასცემს "ოქროს დიპლომებს" და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას "აკადემიკოსს" - აღნიშნულია “ფაზისის აკადემიის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნანა ყეინიშვილის მიერ პარლამენტის ვებგვერდზე ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ ის “ფაზისის აკადემიის” აკადემიკოსია.
0
0