
“სასწრაფოდ! გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, რიკოთზე შეუქცევადი პროცესებია” – გეოლოგი თეა გოდოლაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
"კაი, არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით. სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური იჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ. მე ამერიკელებს მივაკითხავდი. კარგად გავიკითხავდი როგორი გამოცდილება აქვთ. მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ. თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა. მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს. (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა! მარტივია. უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს!
დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი.
P.S. ჩემ ამერიკელ კოლეგას რომ ვეუბნებოდი არ გვყავს გეოტექნიკური ინჟინრები, არ მიჯერებდა, სანამ თავად არ ელაპარაკა აქ ხალხს და კონსტრუქციები არ ნახა. იმის მერე, რომ დაჭყიტა თვალები, ძლივს ხამხამი დაწყო" - წერს გოდოლაძე.
0
0