04/04/2023
10:48
პოლიტიკა
“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ექნება დათქმა, 6 თვის განმავლობაში არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც EU-სთან მის დისტანცირებას მოახდენს.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის რეკომენდაციას ოქტომბერში მიიღებს, როცა ევროკომისია მორიგ ანგარიშს წარადგენს. ეს იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია, საბოლოო გადაწყვეტილება კი 27-მა წევრმა ქვეყანამ კონსესუსით უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ეს რეკომენდაცია. საქართველოსთან მიმართებაში იქნება დათქმა, რომ 6 თვის განმავლობაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირისგან მის დისტანცირებას მოახდენს, როგორც აგენტების კანონის მიღების დროს მოხდა და შეასრულებს 12 რეკომენდაციას, იმუშავებს რეფორმების განხორციელებაზე, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის ტესტი, თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს”, – ამბობს იოზვიაკი.
0
0