
რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ანტიფაშისტურ ფორუმში, რომელიც მოსკოვში 22 ივნისს ჩატარდება, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატმა, ყაზბეკ ტაისაევმა განაცხადა.
“ჩვენმა კომიტეტმა გადაწყვიტა, 22 ივნისს მოსკოვში მოეწყოს დიდი ანტიფაშისტური ფორუმი. მასში აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას”, – თქვა მან.
ანტიფაშისტური ფორუმი 1995 წლიდან იმართება, 2020 წლიდან კი მან ყოველწლიური ხასიათი მიიღო.
შარშანდელი ღონისძიების თემის პათოსი უკრაინაში ომი იყო.
აღინიშნა, რომ სამამულო ომში გამარჯვების 77 წლის შემდეგ ფაშიზმის გამოვლინებებია უკრაინაში.
რელიზში აღნიშნული იყო, რომ “21-ე საუკუნეში, „ყავისფერი ჭირი“ შეცვალა კოლექტიურმა დასავლეთმა – აგრესიული იმპერიალიზმით, შეერთებული შტატებისა და ნატოს მეთაურობით, რომელიც განასახიერებს „ოქროს მილიარდს“ და სძულს დანარჩენი, შვიდი მილიარდი „ბიოლოგიური ნაგავი“, ისევე როგორც ნაცისტებს სძულდათ „ქვეადამიანები“.
ცნობისთვის, ტაისაევი არ აკონკრეტებს ვინ მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას.
0
0