ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს ზურა ყიფშიძე საჯაროდ უპირისპირდება.
“ვაი მე ! სადა ბანაობ ? შვილო ! შე ვირიშვილო , ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული !? საოცარია ? ასე, ვინ დაგაბოლათ ? ნაღვლიანად ვარ ! სამწუხაროა !?” – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა, ზურა ყიფშიძე.
“მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად” – პასუხობს ნატალია ყიფშიძე.
როგორც ცნობილია, ნატალია ყიფშიძე აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც უკვე ათი დღეა თბილისში მიმდინარეობს. ახალგაზრდები აქციებით “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
სავარაუდოდ, ზურა ყიფშიძის რეპლიკაც ამას უკავშირდებოდა…
0
0