26/03/2024
15:27
სპორტი
როგორც ბერძნული საინფორმაციო სააგენტო Neos Kosmos-ი წერს, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს ათი წლის განმავლობაში პირველი ტურნირის გამართვამდე ერთი თამაში დარჩა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე“ იმართება.
"ქართველ მოთამაშეებს სტადიონზე 50 ათასზე მეტი მაყურებელი უგულშემატკივრებს. მატჩის ბილეთები სულ რაღაც 5 საათში გაიყიდა, რაც ფინალის მოლოდინის მაღალ დონეზე მიუთითებს, რადგან ეს თამაში მონაწილეებისთვის „იცხოვრე ან მოკვდი“ მომენტს წარმოადგენს. საბერძნეთისთვის ეს ორწლიანი პროექტის კულმინაციაა მწვრთნელ გუს პოიეტის ხელმძღვანელობით. ქართველ ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიას უდავოდ სურს თავისი ქვეყნის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მან ლუქსემბურგთან წინა თამაში გამოტოვა. კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს.
როგორც Neos Kosmos-ი წერს, თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები ამ მატჩს თავდაჯერებულად ხვდება მას შემდეგ, რაც მან ყაზახეთი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. თავდამსხმელმა ფოტის იოანიდისმა მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდს აქვს პოტენციალი და სწრაფვა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად: „ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად - ეს ჩვენი ოცნებაა და, თუ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვითამაშებთ, წარმატებას მივაღწევთ.“ რაც შეეხება მეტოქეს - საქართველოს ნაკრებს - იოანიდისმა აღნიშნა:
„მარტო მე არ ვაპირებ მათ წინააღმდეგ ბრძოლას. კვარაცხელია პროფესიონალია, მაგრამ ჩვენც გვყავს საუკეთესო მოთამაშეები ასეთ მეტოქეებთან შესახვედრად და თუ დღესაც ხარისხიანად ვითამაშებთ, წარმატებას მივაღწევთ“.
ორივე ქვეყნის გულშემატკივრები მატჩის მოთამაშეებზე იმედებს ამყარებენ, რომელიც, თავის მხრივ, ერთი მხარის სიხარულით და მეორე მხარის გულისწყვეტით დასრულდება.- წერს ბერძნული მედია.
0
0