18/04/2024
18:40
პოლიტიკა
„ხელისუფლების მიერ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებას რამდენიმე ასპექტი ახლავს: პირველ რიგში, მყარი, სტაბილური ხელისუფლება არ აწყობს რუსეთს.“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ამ ნაბიჯს ბევრი ასპექტი ახლავს: პირველ რიგში მყარი, სტაბილური ხელისუფლება არ აწყობს რუსეთს. ირან-ისრაელის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია დასჭირდეს, ირანამდე რომ ჯარი გაიყვანოს. და თუ მყარი არ იქნება ვითარება საქართველოში, ეს ადვილია. ასევე, რუსეთს არ აწყობს, პროექტი - ჩინეთიდან ევროპისკენ სატრანზიტო გადაზიდვების, რაც მილიარდებს ითვლის. თუ საქარათველო გადატრიალდება, რუსეთს მოუწევს ჩინეთთან მოლაპარაკება. ხომ არ გვაქვს მდგომარეობა, რომ რუსეთი “არ გვინდას” ძახილით, რუსეთის საქმეს ვაკეთებთ? ასეთი მდგომარეობა არაერთხელ მინახავს" - განაცხადა საყვარელიძემ “სივრცის” ეთერში.
0
0