
10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთში ერთა ლიგის მორიგი მატჩი ტირანაში გამართა. საქართველოს ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისას კი მასპინძლების გულშემატკივრებმა სტვენა დაიწყეს.
ამ ფაქტს მუსიკოსი, ლაშა ღლონტი გამოეხმაურა:
"ბევრი ვიფიქრე თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს ჰიმნზე ალბანელების უკულტურო სტვენას ჩვენთან საპასუხო მატჩის დროს. მე ვფიქრობ, ჩვენი მაღალი კულტურის დასტურად ალბანეთის ჰიმნის გაჟღერებისას ფეხზე წამოვდგეთ და პატივისცემა გამოვხატოთ. ამ საქციელით უფრო მიხვდებიან თუ ვისთან აქვთ საქმე. რას იტყვით? ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მისაღებია კრიტიკაც, საინტერესოა თქვენი აზრი.
დიდი პატივისცემით მოვისმენ მოსაზრებებს." - ამბობს მუსიკოსი.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი კი გიორგი ქოჩორაშვილი იყო.
0
0