
გიგა ოთხოზორიას დედა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს.
"ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ყოველივე იმის სისწორეში, რაც გუშინ ილაპარაკეთ, მაშინ რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ სასახლესთან შეკრებილ ხალხს?
მე, გიგა ოთხოზორიას დედა, ჩემი ოჯახის სახელით ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად და შესწირეს სიცოცხლე მათ უპირველეს მოვალეობას.
ჩემი შვილის სახელთან ერთად ლოცვებში ყოველდღე ვახსენებ მათ და უფალს შევთხოვ მათი სულების ნათელში ყოფნას.
უამრავი გმირის სახელებიდან ორი მათგანის გამოყოფა დიდ უხერხულობას მიქმნის მე, ყველა იმ დედის წინაშე, რომელთა შვილები, როგორც ჩემი გიგა, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა.
გუშინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან აღვნიშნე ყოველივე ეს, თუმცა ვერსად მოვისმინე. გავაჟღერე აგრეთვე ჩემი სურვილიც, ქალბატონ პრეზიდენტს ყურად ეღო თავისი ხალხის მოთხოვნა და გაეთავისუფლებინა ნიკა გვარამია.
ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ყოველივე იმის სისწორეში, რაც გუშინ ილაპარაკეთ, მაშინ რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ სასახლესთან შეკრებილ ხალხს?", აღნიშნავს ჯულიეტა ჭანტურია.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026