
“აი, საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთობ უხერხული განცხადებაა, ერთობ და უაღრესად ერთობ!”- ასე ეხმაურება ვასილ მაღლაფერიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლითაც მან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 წლის ასაკის ჯგუფებს.
“აი, საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთობ უხერხული განცხადებაა, ერთობ და უაღრესად ერთობ! რას ნიშნავს ეს წარმომავლობის მიხედვით დაყოფა?!
ჰიუგო სხვა საფრანგეთს მასწავლიდა!
P.S. როგორ გრძელდება ის ლექსი, მე პატარა ქართველი ვარო?!’- წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.
“ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯერალდ დარმანინს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება შემოწმებისას მიექცეს კავკასიური წარმომავლობის 16-25 ასაკის ჯგუფებს.”
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
07/07/2025