
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“საგარეჯოს ტრაგედიის შემდეგ ვინც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი დაიწყო, ის უბრალოდ უფრო რაციონალურად უყურებს პრობლემას და შედეგებზე ვიშვიშს, მიზეზებთან ბრძოლა ურჩევნია.
ცხადია მკვლელს პასუხისმგებლობისგან არაფერი ათავისუფლებს.
მაგრამ საზოგადოების ინტერესი ხომ ის არის, მსხვერპლი ავირიდოთ?
ეს ყველაფერი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან კავშირშია.
ფემიციდიც კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.
წაიკითხეთ დეპრესია კაცებში როგორ გამოიხატება.
ჩვენი ამოცანა ხომ მსხვერპლის შემცირებაა? სასჯელიც ხომ ამისთვისაა?
ფსიქიატრიაც ამისთვისაა.
რაც მეტი იქნება ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნაკლები იქნება მსხვერპლი
რა შუაშია საერთოდ მკვლელის გამართლება?
მიზეზებთან ბრძოლაშია საქმე.
სასჯელი მკვლელობის მერე
დგება.
ფსიქიატრიას შეუძლია (თუნდაც მცირე შანსი ჰქონდეს) მკვლელობა აღკვეთოს.” - წერს ჩერგოლეიშვილი.
20 იანვარს, ყოფილმა სამხედრომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. არსებული ფაქტის შედეგად, 5 ადამიანი დაიჭრა, 6 კი დაიღუპა, რომელთაგან ერთი პოლიციელია. თავდამსხმელი 49 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო, რომელმაც სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
0
0