10/10/2021
11:40
სხვადასხვა
გორი-იგოეთის მონაკვეთზე ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში. კიდევ ორი დაშავებული კი მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარდება.
“ამბების” ცნობით, გარდაცვლილები არიან 18 წლის თაზო მურადაშვილი და 27 წლის ფოტოგრაფი მიშო ვანიშვილი. ამ უკანასკნელს ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დავით ჭალიძემ ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში დაწერა:
“გორის ავტობანზე დამოდენიმე საათის წინ გარდაიცვალა ახალგაზრდა ფოტოგრაფი ….
პატარა ბიჭი, რომელსაც წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება.
რამდენჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში, ვინ იცის, ქორწილის დროს ეს გონკაობა და გადამიღე ძმა გადამიღე და კამერით გადმოდი ფანჯრიდან უნდა აღმოიფხვრას, მარა ყველა ქორწილში ერთი ქსივიანია და გასდით ხოლმე.
უბრალოდ, კოკას ყოველთვის წყალი არ მოაქვს.”
0
0