
ბოლოს პერიოდში, კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი მოხდა: აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ქმარმა ცოლი მოკლა – ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ქალი ადგილზევე გარდაიცვალა! 2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს – ასეთია ფემიციდად წოდებული ტრაგედიის სტატისტიკა, რომლის უკან გაუბედურებული ოჯახები და დაობლებული შვილები დგანან!
რა ხდება ჩვენს თავს? – რატომ იქცა ჩვენი მშვენიერი ქვეყანა ქალთა სასაკლაოდ? – ამის თაობაზე „კვირის პალიტრას“ ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ესაუბრება:
– ამ საკითხზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს: ქართველი ქალი იმდენად განვითარდა და წინ წავიდა, რომ ქართველი კაცი ვეღარ ეწევა. ქალებმა შეძლეს თავი გამოეჩინათ ისეთ სფეროებში, სადაც ადრე წამყვანი პოზიციები მამაკაცებს ეკავათ, მათ შეძლეს კარიერული წინსვლა და, ამავდროულად, საკუთარი უფლებების და თავისუფლების დაცვა – მოკლედ, ქართველმა ქალმა იმ დონეს მიაღწია, რაც აზიური ქვეყნებისთვის და აზიური მენტალიტეტისთვის უცხოა. გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ან შუა აზიას – ქართველი ქალი ამ ქვეყნების მკვიდრებს არა ჰგავს, ის უფრო ევროპელი ქალია, რომელსაც აზიური მენტალიტეტი არ მოსწონს. ცუდია, რომ ზოგიერთი მამაკაცი ამას ვერ აცნობიერებს. - აცხადებს ვადაჭკორია,
0
0