ამ წუთებში ვემზადებით “ქართული ოცნების” დღევანდელი შეკრების ოფიციალური ნაწილის დასაწყებად. აქ უკვე იმყოფებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის უმრავლესობის წევრები. სცენაზე იმყოფება პრემიერ-მიერმისტრი ირაკლი კობახიძე.
ადგილზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი.
ყველა ერთად ელოდება, რა გზავნილი ექნება შეკრების დღევანდელი მონაწილეებისადმი ქართული ოცნების პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ “ქარათული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონანმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობაში მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. მათ გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: "ღირსებით ევროპისკენ".
დრევანდელი აქციისთვის შეკრება მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილზე დაიწყეს შეკრება და მსვლელობით გადმოინაცვლეს პარლამენტის შენობისკენ.
"ენა, მამული, სარწმუნოება", "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერები. შეკრებაზე მისული ადამიანები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საქართველოს წინსვლა და ქვეყანაში მშვიდობაა.
დედაქალაქის ცენტრში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო სამსახურიც.
0
0