“Post Europ” - მა ქართული მარკის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გაავრცელა
17/11/2021
16:48
საზოგადოება
A-
+A
ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებამ “Post Europ” - მა თავის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია ქართული მარკის შესახებ, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი. აღნიშნული მარკა „Europa 2021“ შექმნილია "Post Europ" - ის ეგიდით და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებისადმი.
აღნიშნული მარკა საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით. “Post Europ” - ის მეშვეობით კი მის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გავრცელდა. აღნიშნულით, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ.
"Post Europ" - ის აქციას 2012 წლიდან ახორციელებს.
0
0
351
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%