
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება.
შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაშია აღნიშნული: „ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება“.
ილია მეორემ მრევლს თხოვს, დღეიდან საქართველოსთვის ლოცვა კიდევ უფრო გააძლიერონ.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025