
რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან, სადაც პირველი დაპირისპირება უკვე მოხდა, გიორგი ვაშაძე, კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას:
“საკითხს განმუხტავს მარტივი რამ, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ, რომ გაიწვევენ კანონს, მე ხალხს ველაპარაკები, დამშვიდნენ, მაგრამ ადამიანების მოთხოვნა უნდა შესრულდეს, როცა ასი ათასი ადამიანი გამოდის გარეთ.
პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილ–კობახიძე–ღარიბაშვილს, გაიწვიეთ კანონი უკან.
ხელისუფლებას აქვს პასუხიმსგებლობა და გაიწვიეთ კანონი უკან, რომ დამშვიდდეს პროცესი", აცხდებს ვაშაძე.
უკვე ნახევარსაათზე მეტია, პარლამენტის შესასვლელებთან დაძაბულია ვითარება.
დაზიანებულია პარლამენტის დაცვის ჯებირები, შენობის ფანჯრები.
სპეცრაზმი უკვე ცდილობს გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები.
სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და დაუდგენელი შემადგენლობის აირიც.
ცნობისთვის, პარლამენტის ალყაში მოქცევისა და პიკეტირების მოწოდება, დაახლოებით ერთი საათის წინ გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა.
0
0