26/10/2021
20:09
პოლიტიკა
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია შემაჯამებელ აქციას დღის შუქზე, 17:00 საათზე მართავს და ყველა დაინახავს, რამდენი ადამიანი დაესწრება შეკრებას.
„ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ. კი არ იქნება, დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე. ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ბევრ საყვედურს იღებენ საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმებულებისგან, რადგან აქციის სამუშაო დროს გამართვის გამო ისინი მასზე მისვლას ვერ ახერხებენ. მდინარაძემ მათ ბოდიში მოუხადა.
0
0