09/03/2023
12:14
პოლიტიკა
რუსული კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” არ ენდობა და დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე ისევ შეკრებას აანონსებს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა პარტიამ უნდა განმარტოს, როგორ აპირებს კანონის უკან გაწვევას და უნდა შეასრულოს მეორე პუნქტიც, რომელიც აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ეხება.
ამასთან, ოპოზიცია ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანა პროდასავლურ კურსს არ დაუბრუნდება, ბრძოლა არ შეწყდება.
“ქართული ოცნება” გახდა იძულებული ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. იძლებული გახდა იმიტომ, რომ გუშინ ვნახეთ უპრეცედენტო ამბავი, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც არის ძალიან გონიერი, ძალიან გაბედული, აიკრძალა ხელისუფლება, გადაედგა ეს ნაბიჯი. დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახლგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა “ქართული ოცნების”. ჩვენ ვართ გარანტი, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ანწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას.
ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოოობოა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კაონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. და მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, ბრძოლობდნენ ჩვენთან ერთად, ეს ხალხი არის დაჭერილი. სანამ ეს ადამიანები არ იქნებაინ გარეთ გამოსულები, არ იქნებიან გათვაისუფლებულები, “ქართულ ოცნებას” არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად. დღეს იქნება აქცია. სანამ საქართელო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება პროცესები, ეს პროცესები როგორი იქნება, ამას ეტაპ-ეტაპ გავიგებთ, – განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრმა, ცოტნე კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ორდღიანი პროტესტის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” დღეს დაწერა, რომ რუსულ კანონს უკან გაიწვევს.
0
0