31/05/2023
17:43
პოლიტიკა
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაზე დიდი ოპო ძალის, ყველაზე ხშირად მოლაპარაკე სპიკერი – გუბაზ სანიკიძე NATO -ზე.
დაახლოებით რომ მიხვდეთ რა მყრალ სალაფავს გაჭმევთ ტელემედია, გუბაზ სანიკიძის პოზიცია წაიკითხეთ ნატოზე!
ოცნებამ რომ წააგოს, გუბაზ სანიკიძე მოვა!
რატომ უნდა ჩაანაცვლოს ქართველმა ხალხმა ამ რუსოფილი
ღორით სხვა რუსოფილი ღორები გამაგებინეთ.
————
“…ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთოებში ბალანსის პოლიტიკა სჭირდება, არა სიახლე, არამედ იმის დადასტურებაა, რაც ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელია…
…თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, რომელიც ომის ისტორიაა, ჩვენი წინაპრები ქვეყანას სწორედ ბალანსის პოლიტიკით ასულდგმულებდნენ. ევროპასთან დაახლოება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ხელს არ უშლის. ჩვენ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, ცივი ომის ეპოქაში ვართ დარჩენილები. ეს პერიოდი დასრულებულია, ამერიკა და რუსეთი არა დაპირისპირებული მხარეები, არამედ ბევრ საკითხში მოკავშირეები და პარტნიორები არიან. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში კავკასიისა და საქართველოს სახით, მცირე უმნიშვნელო საკითხი არსებობს, რომელიც ერთი უჭკუო კაცის გამო საკუჭნაოში აქვთ გადადებული. დროა, ჩვენ ცივი ომის ეპოქიდან გამოვიდეთ…
…ამ საკითხს რომ ნატო მოგვიგვარებდა, ამის ილუზიები ქვეყანაში 2008 წლის ომის დროსაც არსებობდა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ და გავარკვიოთ, ნატო-ში მდინარე ფსოუდან შევდივართ, თუ ენგურიდან”.
გუბაზ სანიკიძე. 27 ოქტომბერი, 2011 წელი, პრაიმტაიმის პრესკლუბი.”
0
0