06/10/2021
13:00
საზოგადოება
„იყვნენ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ნიჭისა და ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათთვის, ბუნებრივია, პროგრამაში დამატებითი ელემენტები შემქონდა.
ნიჭიერ მოსწავლეთა შორის არ შეიძლება არ გამოვყო მიშა სააკაშვილი, რომელიც მისმა დედამ, გიული ალასანიამ მომიყვანა.
60-იანების მეორე ნახევარში ის თავადაც ჩემი მოსწავლე იყო, როგორც მისი ძმა, თემური. უფროსკლასელმა მიშამ გამაკვირვა არა მარტო მასალის შეთვისების იშვიათი უნარით, არამედ სრულიად დაუჯერებელი ინტერესითა და ცოდნით ისეთი თემების და საკითხებისა, რომელთა შესახებ განათლებულ უფროსებსაც კი ძალიან ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ, ან სულაც არ ენაღვლებოდათ.
პირველივე გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ ჩემი ენის შესწავლის და დახვეწის არც თუ ადვილად დასაძლევი პროგრამის მიღმა მასთან მისი ინტერესების შესატყვისი მასალებიც უნდა გამომეყენებინა.
გავიარეთ ამერიკული High School-ის სახელმძღვანელოები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში. გაკვეთილებზე მუდმივად ვარჩევდით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მიშამ ესეც არ იკმარა და თვითონ დაიწყო გაზეთის კეთება.
შინ დაამზადებდა, გაკვეთილზე მოიტანდა და და მაჩვენებდა. ზოგ საინტერესო ინფორმაციას სხვა წყაროდან გადმოიწერდა, ზოგ წერილს თვითონ წერდა, მათ შორის ფრანგულადაც. ფრანგულს, მაგრამ ჭავჭავაძესთან სწავლობდა.
გაზეთის ბოლო გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში ამაყად მიაწერდა Editor-in chief Mikheil Saakashvili.”
წიგნიდან „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“.
0
0