06/06/2023
18:08
პოლიტიკა
"ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერს, ან „ქართული ოცნების" პოლიტიკოსს იგივე რომ გაეკეთებინა, მგონი გაანადგურებდა მთელი ოპოზიციური მედია, მაგრამ რატომღაც ხოშტარია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ასეთი რაღაცები შერჩა", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რუსეთიდან ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის ჩარიცხული თანხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„უცნაურად გამოიყურება, როცა ადამიანები ებრძვიან რუსეთს და რუსეთის მთავრობისგან იღებენ ფულს. თუ რუსეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მტერი ხართ, ისე გადაკეტავენ ამ დაფინანსებას, რომ ვერც გაასაჩივრებ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.
0
0