26/02/2024
00:28
მსოფლიო
დამოუკიდებელი ჟურნალისტები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამოძიებას აგრძელებენ. რუსეთში, საზოგადოებრივი ჰუმანიტარული პროექტის "გულაგუს" ლიდერის, ვლადიმირ ოსეჩკინის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ ნავალნი სიკვდილამდე აწამეს.
უფლებადამცველების თქმით, ციხის თანამშრომლებმა ნავალნის ფიზიკური შეურაცხყოფა 15 და 16 თებერვალს - დაღუპვის წინა და დაღუპვის დღეს მიაყენეს. ოსეჩკინის თქმით, ის იყო დაბმული, არ ჰქონდა მოძრაობის საშუალება - შეკრული ჰქონდა ხელები და ფეხები და სიცივეში აწამებდნენ. მან ეს ინფორმაცია ნავალნის გუნდს გადასცა.
ვლადიმერ ოსეჩკინმა ნავალნის ოჯახს დაკრძალვის გადადებისა და რუსეთის ფარგლებს გარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართა. ის ოჯახს გამოძიებაში დახმარებას, ასევე ყველა შესაძლო მოწმის გადაადგილებასა და დაკრძალვის ხარჯების დაფინანსებას შეპირდა. მან ასევე პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ნავალნის მკვლელობაში მონაწილე კოლონიის ყველა თანამშრომლის სრულ სიას.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.
0
0