14/04/2023
14:18
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოცილაურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ახლა ვუსმენდი ტვ ეთერში: ნავალნიმ ბოდიში მოიხადა, საქართველოს რომ ვადანაშაულებდი 2008 წლის ომის დაწყებაში და ცხინვალის დაბომბვაში, სამწუხაროდ შეცდომა იყოო და ბოდიშიო, ბოდიში მოიხადა.
აბა “აქოური” პოლიტიკანებისგან თუ მოგისმენიათ აი მაგალითად ნინო ბურჯანაძისგან, დღემდე რომ ” უბლოკო” სტატუსს ითხოვს მისი პარტიის პროგრამით (ანუ ჯარის ყველა შენაერთის გაყვანას და საქართველოს მარტო დატოვებას, არადა პრაქტიკულად ომი სწორედ ამიტომ დაიწყო უკრაინაში, რუსეთი სთხოვდა ყველა შენაერთი გაიყვანე უკრაინიდან და მარტო დარჩიო) რუსეთის ტვ ეთერში და ყველა ტელევიზიით რომ აცხადებს, რომ “გორს ჩვენ ვბომბავდით და ომი საქართველომ დაიწყოო”, ან პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან თუ მოგვისმენია ბოდიში, ჰააგაში, რომ მისი კრებულიდან ამონარიდი გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ “ომი საქართველომ დაიწყოო”… ჰოდა კითხვა – რა არის ქართული პოლიტიკის პრობლება?! რა და ორმაგი სტანდარტი და ეს დასრულდება სამართლებრივი რეფორმების ჩატარების შემდეგ. ნუ “თამაშს” და არაგულწრფელობას ამ ტიპის ხალხი ვერ და არ მოეშვება, მაგრამ ნაკლებ ზიანს მიაყენებენ ქვეყანას – ეს ფაქტია!”- წერს ჩარკვიანი.
0
0