08/06/2022
10:32
პოლიტიკა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რომ არ არსებობდეს, ყველასთვის კარგია ეს, პირველ რიგში, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისთვის. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა ქნას ეს” – ამის შესახემ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
“სამწუხაროდ, შიშია გრძნობა, რასაც დარაზმულად მიჰყავს ხალხი არჩევნებზე და ამ შიშს აღვივებენ. შიშს აღვივებს ხელისუფლება პირველ რიგში და ამის გაღვივების საშუალებას „ნაციონალური მოძრაობა“ აძლევს იმით, რომ კიდევ არსებობს. კიდევ ჰგონია, რომ ერთხელ ხალხს ყელში ამოუვა „ქოცები“ და მათ მოიყვანენ ერთპიროვნულად. ჩემი აზრით, ეს არასდროს მოხდება. იცით როგორი თემაა? – რომ აგებ, არასდროს გამოდიხარ მოედნიდან და სულ გცემენ, მაგრამ არასდროს ამთავრებ და არავის შანსს არ აძლევ. ეგოისტობა უნდა მორჩეს ქართულ პოლიტიკაში.
შენი ლიდერი ციხეში ზის, 500 კაცს ვერ აგროვებ და ნახევარ მილიონ ამომრჩეველს აგროვებ სხვადასხვა მიზეზების გამო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არაფრის გამომყვანი არ ხარ, არანაირი პარტია არა ხარ, არანაირი იდეა არ გაგაჩნია. არაფერი არ შეგიძლია და უბრალოდ არის შეკრებილი ხალხი, რომელსაც სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და ასე იციან პარლამენტში მოხვედრის გზა, ასე საკუთარ ეგოიზმს სწირავენ ამ ქვეყნის მომავალს. ყველამ იცის, რომ ვიდრე ეს ხდება, იქამდე სულ იქნები იარაღად გამოყენებული და ვერ იღებ გადაწყვეტილებას ვერც იმისთვის, რომ საკუთარი ლიდერი გაათავისუფლო, გადაარჩინო და ვერც იმაზე, რომ საკუთარ ქვეყანაში რამე შეცვალო.
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ აღარ არსებობდეს ახლა, ყველასთვის კარგია ეს, პირველ რიგში, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისთვის. მიშამ უნდა ქნას ეს. „ქოცები“ ისე არავის არ დააშლევინებენ „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობის“ შიგნით სავსეა ხალხი „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებითა და შეგზავნილებით, ისინი ყველაზე მეტს იყვირებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ დაიშალოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0