
“ნაციონალური მოძრაობა” სავარაუდოდ, პარლამენტში ბრუნდება. პარტიის ნაწილი ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს წყვეტს. ამის მიზეზად კი ქართული ოცნების” რუსულ კანონს ასახელებენ.
“ნაცმოძრაობაში” ამბობენ, რომ ამ კანონის მშვიდად მიღების საშუალებას “ოცნებას” არ მისცემენ, ამიტომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდებიან. შეთანხმება ლევან ბეჟაშვილის განცხადბით, ფრაქციაში უკვე მიღწეულია, თუმცა ამ წუთებში, ბოლო თათბირი მიმდინარეობს.
ბეჟაშვილის განცხადებით, ბოიკოტის შეწყვეტას ემხრობა ლევან ხაბეიშვილიც.
“ოცნებამ” იკადრა და პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც პრაქტიკულად არის წყალგამოყოფი, ექნება საქართველოს დასავლური კურსი თუ ისევ პრორურუსლ კურსს არჩევს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. არანაირი განსხვავება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის ხედვებში და ფრაქციის წევრებში არ არის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომ ფრაქციამ მიიღოს გადაწყვეტილება არა საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის, არამედ ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით ენმ-მ, მიიღოს დებატებში მონაწილეობა და საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ანტიევროპული კანონის მიღება არ შეიძლება. ბოიკოტი არის პროტესტის ფორმა, ეს არ არის პერმანენტულად რაღაცის კეთებას და მხარ-თეძოზე წამოწოლას. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ჩენ არ გვაძლევენ ევროპულ პერსპექტივას, ამ კანონის მიღების გამო ასევე არ მოგვცემენ ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ ფრაქცია ერთიანია ამ საკითხში”, – ამბობს ბეჟაშვილი.
როდის შეუერთდება ენმ პარლამენტს და როდის ჩაერთვება რუსული კანონის გალხილვაში, ეს სულ რამდენიმე წუთში, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
0
0